შოკოლადის ტორტი,ქოქოსის კრემით

ინგრედიენტები(ცომის)
ფქვილი 2ჭიქა
შაქარი 1.5ჭიქა
კვერცხი 2 ცალი
სოდა 1 ჩაის კოვზი
კაკაო 5 სუფრის კოვზი
რძე 1ჭიქა
ზეთი 1/3 ჭიქა
ვანილი
მდუღარე წყალი 1 ჭიქა

კრემი
შესქელებული რძე 1 ქილა
კვერცხის გული 2 ცალი
კარაქი 2 სუფრის კოვზი
ქოქოსის ფანტელი 100გ

მოამზადეთ 26 სმ დიამეტრის ფორმა. ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 
ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი, სოდა, კაკაო, ვანილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზეთი. შემდეგ შეურიეთ რძე, ბოლოს კი მშრალი ინგრედიენტები. სულ ბოლოს დაამატეთ მდუღარე წყალი და სწრაფად აურიეთ. მიიღებთ თხელ ცომს.
ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 40 წუთი. გავაციოთ და გაჭერით შუაზე.

მოამზადეთ კრემი: ყველა საჭირო ინგრედიენტი ქვაბში მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ 5 წუთით. ძალიან არ გაასქელოთ. 
გაციების შემდეგ კრემი წაუსვით ნამცხვარს და მორთეთ სურვილისამებრ

Comments

Popular posts from this blog

Cute drawings