Posts

Cute drawings

Image
               გამარჯობათ მეგობრებო, ყველამ იცით რომ მე კერძების შესახებ ვდებ ბლოგებს მაგრამ დღეს ვაპირებ ძალიან საყვარელი ნახატები წარმოგიდგინოთ. იმედია მოგეწონებათ.გთხოვთ ეს ბლოგები თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ და თუ გაინტერესებთ ბევრად საინტერესო ბლოგები შეგიძლიათ ეწვიოთ news in newton free school მაპატიეთ ლინკის ასლი ვერ ჩავაგდე გთხოვთ მითხარით შემდეგი ბლოგი რაზე დავდო,დაწერეთ რომელი ნახატი უფრო საყვარელია

სოკო სოუსში

Image
შემადგენლობა: ქამა სოკო 500 გრამი ხახვი 1ცალი ფქვილი 20 გრამი არაჟანი 200 გრამი ზეთი 40 მილილ იტრი კარაქი 25  გრამი მარილი გემოვნებით მომზადება დავჭრათ ხახვი და შევბრაწოთ,დავამატოთ სოკო და ჩავშუშოთ ცალკე ტაფაზე.მოვხალოთ ფქვილი კარაქში,ისე რომ ფქვილმა ფერი არ შეიცვალოს.მერე დავაყაროთ ფქვილი მარილით ჩაშუშულ სოკოს. ცეცხლზე ვშუშოთ სოკოს მომზადებამდე(შეიძლება დავამატოთ ცოტა წყალი)დავამატოთ არაჟანი,ერთიც წამოვადუღოთ და მზად იქნება.გემრილად მიირთვით 😊❤

შოკოლადის ნამცხვარი თხილით

Image
    გთავაზობთ საყოველთაოდ ცნობილ რეცეპტებს,რომლის მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი კერძები და დესერტები.გთხოვთ მომწეროთ თქვენი კომენტარები. ინგრედიენტები 12 ცალი კვერცხის ცილა 3/4 ჭიქა ფქვილი 1/3 ჭიქა კაკაოს ფქვილი 1 1/2 ჭიქა შაქარი 1 სუფრის კოვზი ესპრესოს ფხვნილი 1 1/2 სუფრის კოვზი ვანილი ექსტრაქტი 1/4 სუფრის კოვზი მარილი შოკოლადის მინანქარი 150 გრამი მოხალული თხილი   კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელა დავუმატოთ შაქარი.  მიღებულ მასას დავუმატოთ ფქვილი,მარილი,ესპრესოს ფხვნილი,კაკაო და ვანილის ექსტრაქტი, კარგად მოვურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ჩვენთვის სასურველ ფორმაში და ვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში.როცა გამოცხვება მოვასხათ შოკოლადის მინანქარი და გავფორმოთ მოხალული თხილით.
Image
ბროკოლის სუპი ყველით 4ჭიქა გახეხილი ყველი 1ჭიქა გახეხილი პარმეზანი 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი 1/4 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა 1/2 კბილი ნიორი 3ჭიქა რძე 1ჭიქა ქათმის ბულიონი 1 ცალი კარგად დაჭრილი ბროკოლი 1 ბაგეტი მომზადება საშუალო ტემპერატურაზე აურიეთ ყველი სიმინდის ფქვილსა და წითელ წიწაკას. როგორც კი გალღვება, დაამატთ დაჭრილი ნიორი, რძე და ქათმის ბულიონი. დაუმატეთ კარგად დაჭრილი ბროკოლი და წამოადუღეთ 5 წუთი. გემრიელი წვნიანი მზადაა. გემრიელად მიირთვით

შოკოლადის ტორტი,ქოქოსის კრემით

Image
ინგრედიენტები(ცომის) ფქვილი 2ჭიქა შაქარი 1.5ჭიქა კვერცხი 2 ცალი სოდა 1 ჩაის კოვზი კაკაო 5 სუფრის კოვზი რძე 1ჭიქა ზეთი 1/3 ჭიქა ვანილი მდუღარე წყალი 1 ჭიქა კრემი შესქელებული რძე 1 ქილა კვერცხის გული 2 ცალი კარაქი 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელი 100გ მოამზადეთ 26 სმ დიამეტრის ფორმა. ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.  ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი, სოდა, კაკაო, ვანილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზეთი. შემდეგ შეურიეთ რძე, ბოლოს კი მშრალი ინგრედიენტები. სულ ბოლოს დაამატეთ მდუღარე წყალი და სწრაფად აურიეთ. მიიღებთ თხელ ცომს. ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 40 წუთი. გავაციოთ და გაჭერით შუაზე. მოამზადეთ კრემი: ყველა საჭირო ინგრედიენტი ქვაბში მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ 5 წუთით. ძალიან არ გაასქელოთ.  გაციების შემდეგ კრემი წაუსვით ნამცხვარს და მორთეთ სურვილისამებრ