სოკო სოუსში
შემადგენლობა:
ქამა სოკო 500 გრამი
ხახვი 1ცალი
ფქვილი 20 გრამი
არაჟანი 200 გრამი
ზეთი 40 მილილიტრი
კარაქი 25 გრამი
მარილი გემოვნებით
მომზადება
დავჭრათ ხახვი და შევბრაწოთ,დავამატოთ სოკო და ჩავშუშოთ ცალკე ტაფაზე.მოვხალოთ ფქვილი კარაქში,ისე რომ ფქვილმა ფერი არ შეიცვალოს.მერე დავაყაროთ ფქვილი მარილით ჩაშუშულ სოკოს. ცეცხლზე ვშუშოთ სოკოს მომზადებამდე(შეიძლება დავამატოთ ცოტა წყალი)დავამატოთ არაჟანი,ერთიც წამოვადუღოთ და მზად იქნება.გემრილად მიირთვით 😊❤
Comments
Post a Comment